კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
  5 სექტემბერი  
ძიება საიტზე:
მთავარი საიტის რუქა
2010 წლის მაისში საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამა იწყებს სოციალური მედიის განვითარების კომპონენტის განხოციელებას პროგრამის მონაწილე სკოლებში.
საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამამ "სამართლებრივი კულტურის" სახელმძღვანელოს ახალი, გაუმჯობესებული ვერსია გამოსცა.
საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამა სომხეთს ეწვია

22–25 მარტს საქართველოს სამართლვებრივი განათლების პროგრამა (სსგპ) სომხეთს ეწვია. პროფესიული გამოცდილების გაცვლის პროგრამის მონაწილეთა შორის იყვნენ ქ. თბილისის #165 საჯარო სკოლის დირექტორი ლია გიგაური, ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორტა სამმართველოს უფროსი ზურაბ თვაური, აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილე რამაზ გვარჯალაძე, და საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამის კოორდინატორი ნანა იოსელიანი. პროფესიული გამოცდილების გაცვლის პროგრამის მთავარი მიზანი სომხეთის სამართლვებრივი განათლების პრორამის ფარგლებში ფუნქციონირებადი საზოგადოებრივი მართლმსაჯულების ცენტრებისა და მოსწავლეთა საბჭოების მუშაობის გაცნობა და საქართველოს რეალობისთვის მართებულ მოდელთა ათვისება იყო.

გაცვლითი პროგრამის მონაწილეები გაეცნენ ვანაძორსა და ერევანში მოქმედი საზოგადოებრივი მართლმსაჯულების ცენტრების მუშაობას და შეხვდნენ ერევნის #69 სკოლის მოსწავლეთა საბჭოს წევრებსა და მათ ხელმძღვანელს.

23 მარტს საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამის წარმომადგენლები სომხეთის პოლიციის არასრულწლოვანთა განყოფილების უფროსს – ქბ. ნელი დუროიანს შეხვდნენ, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სსგპ–ს ანალოგიურ პროექტთან სომხეთში. ქბ. ნელი დუროიანმა ისაუბრა სომხეთის სამართლებრივი განათლების პროგრამის მუშაობაში არასრულწლოვანთა პოლიციის როლზე. 

24 მარტს ქართველი სტუმრები გულთბილად მიიღეს ერევნის #69 სკოლის მოსწავლეთა საბჭოს წევრებმა. ბავშვებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია საბჭოს მუშაობის შესახებ, ისაურეს საბჭოს მიერ განხილული საქმეების სპეციფიკასა და ძირითად პრობლემებზე, ასევე – განიხილეს საბჭოს სამუშაო ტექნიკური დოკუმენტები და სტუმრებს გაუზიარეს საკუთარი წარმატებები თუ წარუმატებლობანი. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა საბჭოს ინსცენირებული სხდომა წარმოადგინეს, რათა სტუმრებისთვის თვალნათლივ ეჩვენებინათ მოსწავლეთა საბჭოს მუშაობის პროცესი.

პროფესიული გამოცდილების გაცვლის პროგრამის მონაწილეებმა აღნიშნეს რომ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ახლებურად დაანახეს გამასწორებელი მართლმსაჯულების პრინციპები და პოტენციალი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი და საქართველო. საქართველოს სამართვლებრივი პროგრამის სომხეთში სტუმრობის შედეგად გადაწყდა მოსწავლეთა საბჭოს პილოტირება სსგპ–ს მონაწილე თბილისის #165 სკოლიდან დაიწყოს.

ბეჭდვა
 







მიიღებდით თუ არა მონაწილეობას სამართლებრივი განათლების პროგრამაში?
ხმის მიცემა
 
 
Created By: Pro-Service
ტელ:+995 (32) 22 38 47
ტელ:+995 (32) 25 00 71
მობ:+995 (74) 73 32 32
ფაქსი:+995 (32) 22 38 47
ფაქსი:+995 (32) 25 00 71
ელ.ფოსტა:
nana.ioseliani@ph-int.org
tinatin.ebanoidze@ph-int.org