კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
  5 სექტემბერი  
ძიება საიტზე:
გამოიწერეთ სიახლე:
მთავარი საიტის რუქა
2010 წლის მაისში საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამა იწყებს სოციალური მედიის განვითარების კომპონენტის განხოციელებას პროგრამის მონაწილე სკოლებში.
საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამამ "სამართლებრივი კულტურის" სახელმძღვანელოს ახალი, გაუმჯობესებული ვერსია გამოსცა.

პროგრამის შესახებ

საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამა, რომელიც ხორციელდება პროექტ ჰარმონიას (PH International-ის) მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით, 2008 წლის აპრილიში დაიწყო. 12 თვიანი საპილოტე პროექტი მიზნად არასრულწლოვანთა შორის დანაშაულებრიობის პრევენციასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ისახავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა გათვითცნობიერებულობის გაზრდისა და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სამართალდამცავებს შორის ნდობის გაღვივება/ განვითარების გზით.

საპილოტე წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში ოთხი პროგრამული კომპონენტი განხორციელდა: 1) სასწავლო გეგმის შედგენა, 2) პროფესიული გაცვლები საქართველოს, სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, 3) მასწავლებელთა და სამართალდამცავთა გადამზადება პროექტის სახელმძღვანელოს – „სამართლებრივი კულტურის“ სწავლების მეთოდებში და 4) სასწავლო გეგმის განხორციელება პროექტის მონაწილე 20 საჯარო სკოლაში.

საპილოტე პროექტის განხორციელების შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდა თანამშრომლობა ქვეყნის საგანმანათლებლო და სამართალდამცავ დაწესებულებებს შორის. მნიშვნელოვნად გაიზარდა პროექტში ჩაბმულ მოზარდთა გათვითცნობიერებულობა მოქალაქის პასუხისმგებლობის, ადამიანის უფლებების, ქვეყნის კანონმდებლობისა და არასრულწლოვნთა მართლმსაჯულების საკითხების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოში უბნის ინსპექტორთა პირველი სამმართველოს შექმნა, რომელიც არასრულწლოვანთა ხაზით იმუშავებს და მჭირდო კონტაქტს დაამყარებს საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, შეიძლება საპილოტე პროექტის ერთ–ერთ მთავარ მიღწევად ჩაითვალოს.

პროექტის ფარგლბში საშუალო სკოლის მასწავლებელი და სამართალდამცავი ერთად ატარებდნენ „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილებს პროექტის მონაწილე მეცხრეკლასელებთან. გაკვეთილის ჩატარების ამ ახლებურმა მიდგომამ ხელი შეუწყო მოსწავლეების თვალში სამართალდამცავის პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას და ამასთანავე საგაკვეთილო პროცესიც უფრო ინტერაქტიული და საინტერესო გახადა. საქართველოს სამართლებრივი განათლების საპილოტე პროგრამამ მოიცვა 20 სკოლა საქართლოს ოთხ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. პროექტში 1300–მდე მეცხრეკლასელი ჩაერთო, რაც საქართველოს ამ ასაკის მოსახლეობის 2.3% –ს შეადგენს.  

საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამის გასაგრძელებლად და გასაფართოებლად 2009 წლის აპრილში PH International–მა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ოთხწლიანი გრანტი მოიგო. ამ ოთხი წლის განმავლობაში, სამართლებრივი განათლების პროგრამა საქართველოს 100 სკოლას მოიცავს. 2009–1010 სასწავლო წლის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთვება 20 ახალი სკოლა. ამასთანავე, მუშაობა გაგრძელდება საპილოტე წლის 20 ძველ სკოლასთან.

საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამის მისია

საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამის მისიაა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესებას, არასრულწლოვანთა დანაშაულებრიობის პრევენციასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა გათვითცნობიერებულობის გაზრდისა  და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სამართალდამცავებს შორის ნდობის გაღვივება/ განვითარების გზით, რათა მოხდეს მოზარდთა მიერ კანონის უზენაესობის აღიარება და დაბრკოლდეს ახალგაზრდების ჩათრევა დანაშაულებრივ ქმედებებში რომ ეს უკანასკნელნი თავდაჯერებულ,  კომპეტენტურ, მზრუნველ და კონონმორჩილ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.

 







მიიღებდით თუ არა მონაწილეობას სამართლებრივი განათლების პროგრამაში?
ხმის მიცემა
 
 
Created By: Pro-Service
ტელ:+995 (32) 22 38 47
ტელ:+995 (32) 25 00 71
მობ:+995 (74) 73 32 32
ფაქსი:+995 (32) 22 38 47
ფაქსი:+995 (32) 25 00 71
ელ.ფოსტა:
nana.ioseliani@ph-int.org
tinatin.ebanoidze@ph-int.org