მთავარი საიტის რუქა
2010 წლის მაისში საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამა იწყებს სოციალური მედიის განვითარების კომპონენტის განხოციელებას პროგრამის მონაწილე სკოლებში.
საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამამ "სამართლებრივი კულტურის" სახელმძღვანელოს ახალი, გაუმჯობესებული ვერსია გამოსცა.
საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამა სოციალური მედიის განვითარების კომპონენტის განხორციელებას იწყებს

2010 წლის მაისში საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამა იწყებს ახალი კომპონენტის განხორცილებას, რომლის მიზანია სამართლებრივი განათლების  პროგრამის მონაწილე მოსწავლეთა შორის სოციალური მედიის საშუალებების გამოყენების უნარ–ჩვევათა განვითარება მათი სამოქალაქო აქტიობის გაზრდა–გაუმჯობესების მიზნით.   

შემოტანილი განაცხადების საფუძველზე სამართლებრივი განათლების პროგრამაში ჩართული სკოლებიდან შეირჩევა 100 მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სოცლიალური მედიის განვითარების ერთწლიან პროგრამაში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართელოს სამართლებრივი განათლების პროგრამაში მონაწილე საჯარო სკოლების მე–9. მე–10, მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეებს თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ ელ.ფოსტის მისამართზე:  nana.ioseliani@ph-int.org ან შევსებული აპლიკაცია მოიტანონ მისამართზე: ქ. თბილისი, ვ. ანჯაფარიძის ქ. #7, II სადარბაზო, II სართული, PH International–ი, არა უგვიანეს 2010 წლის 15 ივნისისა, 17:00 საათამდე. აღნიშნული დროის შემდეგ შემოტანილი აპლიკაციები არ განიხილება. აპლიკაციის ელექტრონული ვერსია ჩამოტვირთეთ ვებ.გვერდიდან: http://glsp.ge/index.php?m=638

სოციალური მედიის განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შერჩულ მოსწავლეებს PH International-ის თანამშრომლები წერილობით ან ტელეფონით დაუკავშირდებიან და მოიწვევენ პროგრამით გათვალისწინებულ პირველ ტრეინინგ-სემინარში მონაწილეობის მისაღებად.

 

ბეჭდვა
 
 
 
Created By: Pro-Service
ტელ:+995 (32) 22 38 47
ტელ:+995 (32) 25 00 71
მობ:+995 (74) 73 32 32
ფაქსი:+995 (32) 22 38 47
ფაქსი:+995 (32) 25 00 71
ელ.ფოსტა:
nana.ioseliani@ph-int.org
tinatin.ebanoidze@ph-int.org