საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამა სოციალური მედიის განვითარების კომპონენტის განხორციელებას იწყებს
2010 წლის მაისში საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამა იწყებს ახალი კომპონენტის განხორცილებას, რომლის მიზანია სამართლებრივი განათლების პროგრამის მონაწილე მოსწავლეთა შორის სოციალური მედიის საშუალებების გამოყენების უნარ–ჩვევათა განვითარება მათი სამოქალაქო აქტიობის გაზრდა–გაუმჯობესების მიზნით.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ ელ.ფოსტის მისამართზე: nana.ioseliani@ph-int.org ან შევსებული აპლიკაცია უნდა მოიტანონ მისამართზე: ქ. თბილისი, ვ. ანჯაფარიძის ქ. #7, II სადარბაზო, II სართული, PH International–ი, არა უგვიანეს 2010 წლის 15 ივნისისა, 17:00 საათამდე. აღნიშნული დროის შემდეგ შემოტანილი აპლიკაციები არ განიხილება. აპლიკაციისა და საინფორმაციო ბიულეტენის ელექტრონული ვერსიის ჩამოსატვირთად დააწკაპუნეთ ბმულებზე:
ჩამოტვირთეთ აპლიკაცია სოციალური მედიის განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად
ჩამოტვირთეთ საინფორმაციო ბიულეტინი სკოლებში სოციალური მედიის განვითარების პროგრამის შესახებ
|